02:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-12 15:37:52, 586 ნახვა

რეგიონი
დღეს ექთანთა საერთაშორისო დღეა!

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, პროფესიული დღე ეთერ ფუტკარაძეს მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.

,,პროფესიული დღე მინდა მივულოცო ყველა ექთანს და გისურვოთ წარმატებები. მედიცინა წარმოუდგენელია პროფესიონალი ექთნების გარეშე. დღესაც, როდესაც ექთნები პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებით და თავს არ ზოგავთ COVID-19-თან ბრძოლაში, მადლობა თქვენ თავდადებისთვის, პასუხისმგებლობისთვის. პროფესიული დღე პირადად მივულოცე ეთერ ფუტკარაძეს, რომელიც 58 წელა ქიძინიძეების თსპ-ს მედდაა. 70 წლის ასაკშიც კი თავს არ ზოგავს და სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მის ხელშია გაჩენილი 200-ზე მეტი ახალი სიცოცხლე“, - აღნიშნა ომარ ტაკიძემ. ექთანთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება.

ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 1974 წლიდან ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით და სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაიტინგეილის, თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებლის დაბადების დღეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics