01:55 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 14:26:12, 739 ნახვა

საზოგადოება
12-14 მაისს, საქართველოს მასშტაბით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 

12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

15 მაისს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც. 6-7 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში.

თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 12 მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics