|
2021-05-09 17:50:14, 748 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - რამდენიმე საათში ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების
„რამდენიმე საათში ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითზე კინკლაობა ნიკა მელიას გათავისუფლებით დასრულდებოდა. „პირველ რიგში, მადლობა ევროპას, მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას, მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ცუდი იყო, თუ კარგი იყო. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი. რამდენიმე საათში ალბათ უკვე, ძალიან ცოტა დრო დარჩა, ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების. მადლობა ყველა მონაწილე მხარეს და დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)