|
2021-05-09 10:06:32, 588 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება
ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება, - ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. „დღეს ევროპის დღეა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს, იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის. ასე რომ, ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობისთვის, რადგან ჩვენ 2021 წელს ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)