11:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 15:29:07, 533 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics