|
2021-05-07 13:51:17, 952 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდვითარება რთული და საყურადღებოა, ჯანდაცვის სექტორში მაქსიმალური მზაობაა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში რთული და მნიშვნელოვნად საყურადღებო ეპიდსიტუაციაა. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სექტორში არის მაქსიმალური მზაობა, ეტაპობრივად მობილიზდება საწოლფონდი, ასევე მობილიზებულნი არიან ექიმები, კოვიდკლინიკებიც. „ეპიდვითარება არის რთული და მნიშვნელოვნად საყურადღებო, ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმარება მის სწორ მართვაში. მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართლობა, როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე რეგულაციების დაცვის მხრივ. მზაობა სექტორში არის მაქსიმალური, ეტაპობრივად ვახდენთ მობილიზებას იმ საწოლფონდის, რისი რესურსიც გაგვაჩნია. მობილიზებული არიან ექიმებიც და ის სასტუმრო კლინიკებიც, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული პრაქტიკა მეორე ტალღის დროს. აქტიურად მუშაობენ ონლაინ კლინიკებიც, რომლებიც ბინაზე მართავენ პაციენტებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)