|
2021-05-06 21:53:27, 1200 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ვასაძისნაირი ფიგურების გააქტიურება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას ივანიშვილის რეჟიმი
„ვასაძისნაირი ფიგურების გააქტიურება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას ივანიშვილის რეჟიმი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვასაძისნაირებმა წინა არჩევნებზეც იყარეს კენჭი. „თუ იმას გულისხმობს, რომ ახლა კენჭს იყრის, მისნაირებმა წინა არჩევნებზეც იყარეს კენჭი. ეს არის ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ არსებული ჯგუფები, იდეოლოგიურად ვგულისხმობ, და ქართული ოცნება ყლაპავს ხოლმე ამ ხმებს. როცა ვამბობთ, რომ ოცნება რუსულ საქმეს აკეთებს, უპირველეს ყოვლისა, ამას ვგულისხმობ - ამ განწყობებზე კაპიტალიზებას ივანიშვილი ცდილობდა სულ და ასეც აგრძელებს. ახლა რა ფორმით იქნება, ამა თუ იმ ლიდერის, ვასაძისნაირის, თუ კიდევ უფრო მსხვილი მოთამაშის მონაწილეობა არჩევნებში, ეს არ ვიცი. მე არ მიმაჩნია ეს გარდამტეხ ფაქტორად, არც უარესობისკენ და, მითუმეტეს, არც უკეთესობისკენ, მაგრამ დიახ, ამ ტიპის ფიგურების გააქტიურება ფორმალურად მაინც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)