2021-05-06 18:24:02, 681 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებს ვაქცინის შერჩევისას ფართო არჩევანი ექნებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
როგორც მან აღნიშნა, მედიას ვაქცინის შერჩევის ფართო არჩევანი ექნებათ.
„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და, ასევე, განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება, დავუშვათ, განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში, ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს, ასევე მოვმართავთ ოფიციალური წერილით, რის შემდეგაც მივიღებთ დაზუსტებულ სიებს, რის შემდეგაც ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,