10:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 16:32:23, 1023 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კანონპროექტზე - პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი მიუღებელია

წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ დაზარალებული თუ პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტს.

როგორც მდინარაძე წერს, პოლიციელის მიმართ აგდებული დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია.

„წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ დაზარალებული თუ პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს. ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია, აღარაფერს ვამბობ მათი პროექტის სხვა ხარვეზებზე - პროექტი არ შეესაბამება შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებულიყო თავად ეს კანონპროექტი.

ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე. ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უფლებების დაცვა, დემონსტრანტი იქნება ის, პოლიციელი თუ სხვა, საიდანაც პოლიციელის უფლებების გამორიცხვა და მათი ამგვარი დისკრიმინაციის მცდელობა ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს“, - წერს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics