|
2021-05-05 10:32:36, 843 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე - ყველანაირი ძალადობა მიუღებელია
ყველანაირი ძალადობა მიუღებელია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დამნაშავეები გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისად დაისჯებიან. „პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე. გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მითუმეტეს ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის მიხედვით. რაც ჰქონდათ ფაქტი, გამოძიება იმის მიხედვით დაიწყეს, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, შეიძლება ხუთი მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)