|
2021-05-04 22:58:51, 930 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია : არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცე და შენ მაინც ეს დოკუმენტი მიიღე - ოპოზიციამ ბრძოლა მოიგო
„არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცე და შენ მაინც ეს დოკუმენტი მიიღე - ოპოზიციამ ეს ბრძოლა მოიგო“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია უბრალოდ ვერ ხვდება, რომ მთავრობასთან ბრძოლა მოიგო. „ჩემი აზრით, თუ ჩვენ სრულ კონტექსტს დავინახავთ, თუ რა მოხდა არჩევნების შემდეგ, ზოგადად, 6-თვიან პროცესს, რომელიც ბატონი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა, ოპოზიციამ ეს ბრძოლა მოიგო, ჩემი აზრით, გამოვიდა გამარჯვებული ამ ბრძოლიდან, უბრალოდ, თვითონ ამას ვერ მიხვდა და დავმარცხდითო დაიწყო ყვირილი, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, რაც იყო სიმართლე, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცე, შენ მაინც ეს დოკუმენტი მიიღე, შენ მიიღე 5%-იანი ბარიერის ნაცვლად 2%-იანი ბარიერი 2 ვადის განმავლობაში, შენ მიიღე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც ნოემბერში დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, შენ მიიღე 43%-იანი ზღვარი იმისთვის, რომ შემდეგში ის, რასაც ითხოვდი, მოხდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)