04:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-02 13:08:47, 652 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 511, აჭარაში - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 94

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან  თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარაში – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94, იმერეთში – 84, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 45, შიდა ქართლში – 33, ქვემო ქართლი – 31, გურიაში – 19, სამცხე-ჯავახეთში – რვა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

„მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 246, აჭარაში – 460, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 12, იმერეთში – 8.

800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 – თბილისში, 314 – აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 77, ხოლო აჭარაში – 14.

6 ოქტომბრიდან პირველი მაისის პერიოდში  სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ  24 580 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 812 პირი, აჭარაში – 2 735, იმერეთში – 1 256“, – ნათქვამია ინფორმაციაში.



 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics