06:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 12:22:05, 534 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. იუნკერებს გამოცემა - „სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები (1919 წლის ივნისი-1920 წლის აპრილი)“ ავტორმა წარუდგინა. ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე იუნკერებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ქართული ჯარის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მან მომავალი ოფიცრების კითხვებსაც უპასუხა და წიგნები საჩუქრად გადასცა.

წიგნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტამბაში, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით დაიბეჭდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics