10:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 11:32:56, 555 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენს საკანონმდებლო პროცესს „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართელი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კანონში შეტანილ ცვლილებებზე.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, უმრავლესობა საკანონმდებლო პროცესს ვერ დაუკავშირებს „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს.

„ჩვენ საკანონმდებლო პროცესს ვერ დავუკავშირებთ ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, ამიტომ დეპუტატებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ კანონპროექტის განხილვაში, ის დეპუტატები ოპოზიციიდან, ვინც დადიან პარლამენტში, მიიღეს მონაწილეობა და მათი აზრი გათვალისწინებული იქნა.

ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, აშშ-საც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით და ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაცია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ 72 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics