2021-04-27 12:05:26, 646 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მიზანმიმართული ჭორია, თითქოს, მე ვაპირებ თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას
ინფორმაცია თითქოს, მე ვაპირებ თბილისის მერობის არჩევნებში გუნდის სახელით მონაწილეობას, არის მიზანმიმართული ჭორი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გუნდი მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დასაწყისში იტყვის.
„გუშინ გავრცელებულ ინსინუაციებს, თითქოს თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონწილეობას, არის ჭორი, არა ერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, რომ კვლავ კახა კალაძე იხილოს მერად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან