14:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 17:09:42, 652 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ახალი საწარმოს პროექტში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავამტკიცეთ

2 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელდება მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტში, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში, ქ. ზესტაფონში შეიქმნება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ეს არის  პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დამტკიცებული კიდევ ერთი საწარმოს პროექტი, რომლის მშენებლობაზეც 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

მინაბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტს შპს „აჯამურა" განახორციელებს, რისთვისაც კომპანიას  პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა ქალაქ ზესტაფონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

კომპანიის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს. ქარხანა ყოველწლიურად   სხვადასხვა დიამეტრის   5 000 000 გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის  გაყიდვა როგორც ადგილობრივ,   ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურა შედარებით ახალი პროდუქტია, რომელსაც გავრცელების ფართო პერსპექტივა გააჩნია - მინაპლასტიკური არმატურა უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისთვის, მინაპლასტიკური არმატურა წარმატებით გამოიყენება მშენებლობაში და საგზაო სამუშაოებში, მათ შორის სარემონტო სარეკონსტრუქციო ღონისძიებებში, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებში, ხიდებში, დამბებში და ა.შ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics