10:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 12:52:17, 555 ნახვა

სამართალი
სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 72 პირი მიეცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის 66 საქმეზე დაიწყო გამოძიება.

როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექს ბატიაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 72 პირი მიეცა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი.

აღნიშნული პირები პასუხისგებაში მიეცნენ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, დიდი ოდენობით თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ეფექტიანად ახორციელებდა კორუფციის საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებს, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საგამოძიებო მოქმედებების წარმოების მიმდინარეობაზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics