11:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 11:56:32, 566 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელი ეწვია

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარგო შილდსთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქ. ქუთაისის და ქ. ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში იმყოფებოდა. ირაკლი გულედანმა  სტუმარს მიმდინარე სამუშაო პროცესი და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობები გააცნო.

ლაბორატორიებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.  საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, მათ შორის, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერას სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო  და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, სახეზეა მნიშვნელოვანი წინსვლა. მოხარულები ვართ,  რომ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აგრძელებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან თანამშრომლობას და ჩვენს მხარდაჭერას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარგო შილდსთან გამართულ სამუშაო შეხვედრებს ქ. ქუთაისში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უფროსი გოჩა დუდუჩავა, ქ. ახალციხეში, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უფროსი ნაირა ტაბატაძე ესწრებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics