11:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 16:11:06, 657 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი უწყების მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად და ქართულ ჯარზე თავდასხმად აფასებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უწყების მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ქართულ ჯარზე.

მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქართულ ჯარში იმ უპრეცედენტო აღმშენებლობის პროცესს უკავშირდება, რომელიც პრემიერის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და კვლავაც გრძელდება.

მან აბსურდი უწოდა ბრალდებებს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს სამხედროებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და აღნიშნა, რომ ქართული ჯარის მხარდაჭერა, სწორედ იმ წარმატებულმა რეფორმებმა განაპირობა, რაც უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

ჯუანშერ ბურჭულაძე გარკვეული მედიასაშუალებების მიერ აუდიტის დასკვნის ინტერპრეტაციასაც გამოეხმაურა. „ეს არის წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მიერ მიტაცებული თანხები, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და ბუნებრივია, ეს არის დებიტორად აღრიცხული ჩვენს ბალანსში. უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ჩვენი ხელისუფლების ნაკლოვანებად. ჩვენ პირიქით, გავასწორეთ აღნიშნული მონაცემები ბალანსში და 2020 წელი იქნება გასწორებული საბჭოთა მემკვიდრეობიდან მოყოლებული. ეს ვერ შეძლო ვერცერთმა ხელმძღვანელობამ“, - განმარტა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics