|
2021-04-23 22:48:57, 470 ნახვა
კომენტარი
დავით თვალაბეიშვილი - გვესმის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100 პროცენტით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს
რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის მიღების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება საჯარო ონლაინ დისკუსიაში, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა. დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობებსა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებს მიეძღვნა, აქცენტი გაკეთდა რუსეთისგან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. „საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს. ჩვენი ზოგიერთი მეზობლისთვის ენერგია არის პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ასე განსაზღვრავთ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე 10-15 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. კარგად გვესმის, რომ ვერასდროს შევძლებთ, დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 100 პროცენტით, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამჟამად ეს მაჩვენებელი არის 35 პროცენტი, რაც საგანგაშოა," - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ერთიანი ენერგოსისტემა აქვს, რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაა ჩართული, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, რომ ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი მოხმარების 100 პროცენტის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ანუ უნდა ჰქონდეს გენერაციის საშუალებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს თავის მოხმარებას. ყველას ჰქონდეს 100 პროცენტით თავისი გენერაციის შესატყვისი ინფრასტრუქტურა," - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო, რომელიც ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრია 2017 წლიდან, დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებასა და მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან ჰარმონიზაციას. გარდა ამისა, დავით თვალაბეიშვილის თქმით, საქართველო, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ქსელის ინტეგრაციაზე საერთო ევროპულთან და ინტენსიურად ამუშავებს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის სტრატეგიულ პროექტს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ენერგოსექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც მსგავსი საკითხების მოგვარების წარმატებული გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)