|
2021-04-23 16:45:44, 615 ნახვა
საზოგადოება
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოუწოდებს მიმდინარე პროცესში ჩართლ მონაწილეებს, რომ იმოქმედონ კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში. „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ეხმიანება ჭიათურაში შექმნილ მოვლენებს და უპირველეს ყოვლისა სურს აღნიშნოს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გაატარა არაერთი ღონისძიება და გასწია მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლებიც მიზნად ისახავდა, როგორც სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობას, ასევე დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, მიმდინარე გლობალური და ლოკალური გამოწვევები მაინც განსაკუთრებული სიმწვავით აისახება შრომის ბაზარზე. კერძოდ, თითქმის ყველა მიმართულებთ შეინიშნება სამუშაო ძალის მასობრივი შემცირების ტენდენცია, დასაქმების ადგილების კლებისა და არსებული ადგილების შენახვის ხარჯების ზრდის გათვალისწინებით. გაცნობებთ, რომ კომპანიის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ზრუნვა მისი საოპერაციო მიმართულებების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე, მათ შორის დასაქმებულებთან არსებული შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების სწორი დაგეგმვა და მართვა. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს. ამას მოწმობს, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა. უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 01 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხში მოქცევის პირასაა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსესუსის მიღწევაზე, კომპანია ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღრავს რა მის დასაქმებულებს, პროფკავშირებთან წარმოებული არაერთი შეხვედრის და ინტენსიური მოლაპარაკების საფუძველზე, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება. კერძოდ, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ შეთავაზებას კომპანია აფასებს, როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევას, რომელზეც კომპანია პროფკავშირების აქტიური ჩართულობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიდის. აქვე, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიმდინარე პროცესში მონაწილე თითოეულ პირს მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)