2021-04-23 16:10:49, 741 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ MAP-ი და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება
უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ MAP-ი და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი თავდაცვისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“ წერს.
„რუსეთმა გამოაცხადა კიდევ ერთი „შეხედულება“ იმის შესახებ, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად დონბასში სიტუაცია გაამწვავა. კრემლის ყველა ამ მანევრის შემდეგ, უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ MAP-ი და ნატო-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება“, - წერს ლინკევიჩუსი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,