|
2021-04-23 15:59:55, 954 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიის სიუჟეტი ეხებოდა აუდიტის სამსახურის დასკვნას 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების შესახებ, რაზეც თავდაცვის სამინისტრომ ამომწურავი და სრული ინფორმაცია გაავრცელა. „ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გრძელდება ინფორმაციის მიკერძოებული გავრცელების პრაქტიკა. ამჯერად ტელეკომპანიის სიუჟეტი ეხებოდა აუდიტის სამსახურის დასკვნას 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების შესახებ, რაზეც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ამომწურავი და სრული ინფორმაცია. საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი. რაც შეეხება დასკვნაში გადმოცემულ ფაქტებს, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს შორის ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას. გარდა ამისა აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით რეკომენდაციების შესრულება ამ ეტაპზეც გრძელდება. ფინანსური ინფორმაციის სანდოობის, ნაშთებისა და ოპერაციების ურთიერშესადარობის გაუმჯობესებისა და აღრიცხვის დროულობის, სისრულისა და სიზუსტის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე 2020 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული პრობლემების, კერძოდ ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ დებიტორული დავალიანების დიდი ნაწილი 238,964,804 ლარი არის 2010 წლამდე არსებული დავალიანება,რომელიც ეხება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად თანხები აღრიცხულია როგორც ვალდებულება უწყების წინაშე. სამინისტროს მიერ რიგ შემთხვევაში ხდება განუბაჟებელი საქონლის თანხობრივად აღრიცხვა, თუმცა მსაგავსი ტიპის აღრიცხვა არ წარმოდგენს სრულყოფილი აღრიცხვის ფორმას, ამიტომ სამინისტროს მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგების ძირეულ პორბლემებზე კონცენტრირება და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძებების გატარება. რაც შეეხება ჯართის რეალიზაციის პროცედურის რისკებსა და ნაკლოვანებებს, აღნიშნული მიგნება თავად უწყების შიდა აუდიტის მიერ იქნა აღმოჩენილი, რაზეც ბუნებრივია პრევენციულ ზომებს გავატარებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)