2021-04-23 15:10:00, 598 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს
საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს.
„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან