2021-04-23 13:44:20, 548 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი“ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის შეყვანის მიზნით, საარჩევნო სიიდან ყველა ქალი კანდიდატის ამოღებას გეგმავს
პარტია „გირჩი“ საარჩევნო სიიდან ყველა ქალი კანდიდატის ამოღებას გეგმავს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის მიზანი მისი პარლამენტის წევრად ცნობაა.
„ჩვენმა ყველა მხარდაჭერმა იცოდა, რომ გენდერულ კვოტირებას მხარს არ ვუჭერთ და მას გვერდს ავუვლით. სიაში ყველა ჩაიხსნება. ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს. ჩვენ არ ჩავხსნით მთლიან საარჩევნო სიას. ეს მარტო ქალებს შეეხებათ, ჩვენ სიაში ყველა ქალი ნომინალურად არის ჩასმული“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,