2021-04-23 11:31:08, 528 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი ოპოზიციის საქმე არ არის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი არ არის ოპოზიციის საქმე.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, აღნიშნული საკითხი შეთანხმების დოკუმენტში არ წერია.
„თამარ ჟვანიას გადადგომა არ გადადგომის საკითხი ნამდვილად არ არის არც პოლიტიკური შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე, აქ მთავარია, რომ ცენტრალური საარჩვნო კომისიის ფომირება მოხდება ისე, როგორც ეს წერია შეთანხმებაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან