|
2021-04-23 11:06:51, 505 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი: უკანასკნელ წლებში სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა
სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა მიიღეს. მინისტრის მოადგილემ, მისასალემებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სატყეო სეტორში თანამედროვე ტქნოლოგიის დანერგვაში გაწეული მხარდაჭერისთვის. „უკანასკნელ წლებში სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. 2013 წელს, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რის საფუძველზეც, შემუშავდა „ტყის ახალი კოდექსი’’, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის მაისში დაამტკიცა. ახალი რეგულაციების მიღებით, სატყეო სექტორი გადადის გარდამავალ ეტაპზე. რეგულაციების ეფექტიანად შესრულებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტყესთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაციის არსებობა და აღნიშნული მონაცემების ერთიან სისტემაში განთავსება. 2016 წლიდან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის შექმნაზე. თითქმის დასრულდა მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის (FIMS) პირველ კომპონენტზე „ტყის მართვის გეგმის ინვენტარიზაციის“ პროგრამაზე. ჩვენთვის მნიშნელოვანია სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ესტონური მოდელი თანხვედრაში უნდა იყოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემასთან (FIMS), რაც ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას და დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. საქართველოში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ მიმდინარეობს. „Timbeter” წარმოადგენს ხე-ტყის გაზომვის ციფრულ გადაწყვეტას, რომელიც იყენებს ავტომატური პროგრამული ალგორითმების სწავლის ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს მორის ზუსტი ზომების დასადგენად. ასევე, იძლევა ანგარიშგების გამარტივებულ საშუალებას. „Timbeter”-ის მიზანი ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღმოფხვრა და მერქნის მიწოდების გაუმჯობესებაა.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)