|
2021-04-22 12:56:19, 461 ნახვა
საზოგადოება
დედამიწის დღე მოსწავლეებთან ერთად
22 აპრილს მსოფლიო „დედამიწის დღეს” აღნიშნავს. 1990 წლიდან „დედამიწის დღე” საქართველოშიც აღინიშნება. მწვანე ეკონომიკა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, პლასტიკის მოხმარების მინიმუმადე შემცირება, ხარისხიანი საწვავი და კიდევ არაერთი მიმართულება ის სახელმწიფო პრიორიტეტებია, რომელმაც გარემო დაბინძურებისგან უნდა დაიცვას. გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე სასაუბროდ, „დედამიწის დღეს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ქ. თბილისის 186-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. “ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმ ცოდნით, მომზადებით და ინტერესით, რომელსაც მოსწავლეები იჩენენ გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ სკოლებში ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდა, ახალი თანამედროვე მიდგომების დანერგვა არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გარემოსდაცვითი კუთხით. დღე, რომელიც ეძღვნება დედამიწის დაცვას მავნე ზემოქმედებებისგან პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით გარემოს და ამ გარემოზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას თანაბრად,” - განაცხადა ხატია წილოსანმა. “დედამიწის დღის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, რომელიც ადრეული ასაკიდან ყალიბდება და მოსწავლეებთან ერთად ამ დღის აღნიშვნა და მათი გარემოსდაცვით აქციებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. Წელს მთავარი გზავნილია - ”ერთად, ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ დედამიწა”, მოსწავლეებთან ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დედამიწაზე,” - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა. დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა შეხვედრის შემდეგ სკოლის ეზოში ხეები დარგეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა პროგრამა - “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”, რომელიც დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებით კლასების (I-IV) მოსწავლეებისთვის. დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც აშშ-ში საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)