13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 12:49:51, 461 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური მაჩვენებლები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების პირობებშ, შესაძლოა მაისის დასაწისიდან, მაისის შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური პერიოდი.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სამინისტრო ეპიდემიოლოგებთან ერთად, მომდევნო კვირას იმსჯელებს, არის თუ არა აუცილებლობა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების მიღების.

„ამგვარი მატების პირობებში, შესაძლებელია მაისის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური მაჩვენებლები, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს.

ჯერჯერობით მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია, ანუ წესები, რომელიც მოქმედებს ბიზნესგარემოში, ასევე ინდივიდუალურ დონეზე, მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით შესრულდეს. თუმცა თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად რევიზიას აკეთებს გადაწყვეტილებების და ვნახოთ, მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ, თუ არის აუცილებლობა დამატებითი ზომების მიღების, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics