2021-04-22 09:41:26, 617 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და თამარ კორძაიას სარჩელებს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სადეპუტატო მანდატის არშეწყვეტის საქმეს დღეს განიხილავს.
სხდომა დღეს, 22 აპრილს,12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,