13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 14:01:48, 504 ნახვა

საზოგადოება
საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და შპს ,,OxGen“- ს შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა “OxGen”-მა  მიიღო. კომპანია  სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. სინთეზური ბიოლოგიის  გამოყენება  ახალი სიტყვაა დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ახალი თაობის სწრაფი და ეფექტიანი  ტესტ სისტემები. კომპანიის მიზანია, სპეციალიზირებული პროდუქციის ხაზით დაიკავოს ნიშა მსოფლიო ბაზარზე.

შპს  “OxGen” დაფუძნდა, ვლადიმერ ბარამიძის მიერ 2014 წელს,  GRDF-CDC  პროგრამის დაფინანსებით. კომპანია მოიცავს პარტნიორებს იაპონიასა და გერმანიაში.  GITA - ს გრანტით, დაგეგმილია ნატახტარში  ბიოტექნოლოგიური წარმოების  შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო დანადგარითა და სტანდარტით. კომპანიის კოლაბორატორები არიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია. 2023 წელს კომპანია გეგმავს მისი წარმოების ძირითადი ნაწილის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics