|
2021-04-21 11:54:48, 921 ნახვა
სამხედრო
22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა
ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის - GDRP-ის ფარგლებში მომზადდა. ქვედანაყოფმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა. წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. მე-8 როტაციის მომზადების პროცესში საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი „ასკალონ“ უწევდა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) 2018 წელს დაიწყო. GDRP-ის მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში თავდაცვის ძალების 9 სამანევრო ბატალიონის დაკომპლექტება, აღჭურვა და გაწვრთნაა გათვალისწინებული.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბათუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)