2021-04-20 17:13:10, 554 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ წევრები ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონსულტაციაზე იმყოფებოდნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აკაკი მინაშვილი და კობა ნაყოფია ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონსულტაციაზე იმყოფებოდნენ.
კობა ნაყოფიას განცხადებით, გირაოს გადახდა გამორიცხულია, თუმცა არ დაუკონკრეტებია სხვა რომელ ვარიანტს აირჩევდა პარტია.
„ნიკა მელიამ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დატოვოს საპატიმრო. გირაო არ არის მისაღები ფორმა. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ არ უნდა შევთანხმდეთ, თუ ნიკა მელია არ იქნება გარეთ. ვისაუბრეთ პარტიის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე. პოზიცია არ შეცვლილა, სანამ ნიკა მელია თავისუფალი არ იქნება, ნაციონალური მოძრაობა არანაირ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,