05:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 13:11:46, 603 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი - მიღწეული შეთანხმება უნდა იყოს პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

როგორც ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება კარგი ამბავია და ეს უნდა იყოს პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა.

„საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია, როგორც ქართველობისთვის, ასევე ყველა ჩვენგანისთვის, საერთაშორისო მეგობრებისთვის, რომლებსაც გვსრს საქართველოს წარმატების ხილვა. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის ძალისხმევას, რომლებიც ხელს უწყობენ, რომ შეთანხმება გახდეს შესაძლებელი. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა იყოს“, - წერს ჯეიმს აპატურაი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics