2021-04-20 12:11:01, 434 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - შეთანხმების ხელმოწერა განსჯის საგანი მაშინ გახდება, როცა ნიკა მელია გათავისუფლდება
შეთანხმების ხელმოწერა განსჯის საგანი მაშინ გახდება, როცა ნიკა მელია გათავისუფლდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნიკა მელიას გათავისუფლებაა.
„ნიკა მელიას გათავისუფლება არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მე ვვარაუდობ, წინასწარ არ არის ეს ცნობილი, მაგრამ შარლ მიშელის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს იქნება. განსჯის საგანი, შეთანხმებას მოვაწერთ თუ არა ხელს მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან