04:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 15:09:25, 613 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია: თავისუფლებისთვის გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია - ამ გარიგებაში ვერ და არ შემოვალ!

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ განახლებულ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ნიკა მელიას განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:

რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!

ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დიაწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები.

და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.

მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.

ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება“, - წერს ნიკა მელია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics