2021-04-18 20:47:37, 952 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკური პატიმრები შეთანხმების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ - შარლ მიშელის ახალი წინადადება მხარეებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ახალი წინადადებით მიმართავს, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური პატიმრები შეთანხმების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ.
მისივე თქმით, ეს უნდა იყოს ამნისტიის, ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს
„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისათვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, - ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,