|
2021-04-16 19:34:59, 743 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ამ ფორმულირებით დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერას გამოვრიცხავ
„დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერას ამ ფორმულირებით გამოვრიცხავ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმას არ განიხილავენ. „ჩვენ ძალიან მკაცრად და მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, ვგულისხმობ ერთიანი ნაციონალური მოძრობის პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პოზიცია აქვს უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ გავაგზავნეთ წერილი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტში არ იქნება გასაგებად ჩამოყალიბებული პოლიტპატიმრების თემა, რომ მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ჩვენ არ განვიხილავთ ვადამდელი არჩევნების მიბმას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ ფორმულირებით ხელმოწერას გამოვრიცხავ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)