13:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 11:14:56, 426 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა  ტყის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე და სექტორის განვითარების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქვეყანაში ტყის სექტორის რეფორმირების პროცესზე, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მნიშვნელობასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობის საკითხზე გაამახვილა.

„მადლობას ვუხდი პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ტყის სექტორის რეფორმირების პროცესში აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. გარემოს დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია. მოგეხსენებათ,  კლიმატის ცვლილება მსოფლიო გამოწვევას წარმოადგენს, რაც პირდაპირკავშირშია ტყის მდგრად განვითარებასთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებაში ეფექტიანი წვლილი შევიტანოთ და ტყის მდგრადი განვითარებით დავიცვათ  ქვეყნის მწვანე საფარი და  გარემო“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროპის ტყის ონლაინ მინისტერიალს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა მასპინძლობდა.

მინისტერიალის ფარგლებში,ლევან დავითაშვილმა, კოლეგებთან ერთად, ხელი მოაწერაბრატისლავას მინისტერიალის რეზოლუციას და ბრატისლავას მინისტერიალის დეკლარაციას. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics