|
2021-04-16 10:28:28, 550 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - რობერტ სტურუას მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, მისი გათავისუფლება არ იგეგმება
რობერტ სტურუა არის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება. „ბატონი რობერტ სტურუა, პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება, ასევე გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს და ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს და ჩვენ მას ყველამ, პირველ რიგში მსახიობებმა, მინისტრმა და ჟურნალისტებმა უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშავოს და იმოღვაწეოს, იმიტომ რომ ეს არის მისი საქმე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)