13:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 10:15:23, 498 ნახვა

საზოგადოება
NGO-ები „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სამთავრობო უწყებებს, ინვესტორსა და პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები „ნამახვანჰესის“  გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

დოკუმენტი რომელსაც 33 ხელმომწერი ყავს ხაზს უსვამსრომ შექმნილი დაპირისპირება ეროვნული უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს.  მის შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი.

NGO-ები მიმართავენ სამთავრობო უწყებებს, ინვესტორსა და პროტესტის მონაწილეებს, იხმარონ ყველა ღონე და დაპირისპირება სამუშაო პროცესში გადაიყვანონ.

ასევე მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებსა და საზოგადოების აქტიურ მონაწილეებს, შეიტანონ ამაში თავიანთი წვლილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილი 4 პუნქტი, რომელიც NGO-ების თქმით, აუცილებელია, რათა დიალოგი იყოს შედეგიანი.

„მომზადდეს და შეთანხმდეს იალოგის მიზანი და პრცედურები, ჩამოყალიბდეს და პროექტის და ხელშეკრულების მიმართ არსებითი შეკითხვები, გაიმიჯნოს მცარი ინფორმაციისგან და გაეცეს დამაჯერებელი პასუხები. ასევე, პროცესში ჩაერთონ დამოუკდებელი კვალიფიციური ექსპერტები და ბოლოს, განხილვის პერიოდში გამოცხადდესსრული მორატორიუმი ჰესის მშნებელობაზე და ამავე დროს, შეწყდეს პროტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ასკვნის, რომ შექმნილი მდგომარეობა საფრთხეებთან ერთად შეიცავს უდიდეს შესაძლებლობას რომ შემცირდეს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები. ასევე, გაძლიერდეს ქვეყნის სტრატეგიული შესაძლებლობები და დაჩქარდეს მისი წინსვლა. 

ცნობისთვის, აღნიშნულ განცხადებას 28 ორგანიზაცია და 5 ექსპერტი აწერს ხელს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics