13:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 14:51:55, 644 ნახვა

სამართალი
დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისა და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, ქ. რუსთავში, გ.დ.-მ, რომელიც „ფორდ მუსტანგ"-ის მარკის ავტომობილს მართავდა,  ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და  ქვეით ე.ბ. -ს შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და  სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გ.დ.-მ მას დახმარება არ აღმოუჩინა და ავტომობილით  მოძრაობა განაგრძო. ე.ბ. მიღებული დაზიანებების შედეგად  ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.დ 2020 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
მითების დეტექტორი: ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics