|
2021-04-14 17:00:10, 819 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს - რა გამოხმაურებები მოჰყვა მსახიობის მიერ მოყოლილ ძალადობის ამბავს
12 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ერთ-ერთ გადაცემაში, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილ მეუღლესთან, ბესო ზანგურთან თანაცხოვრების, 11 წლის წინანდელი ეპიზოდი გაიხსენა. როგორც ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვეტრში“ განაცხადა, ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც. აღნიშნულ ინტერვიუს რუსთაველის თეატრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას“. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ, ნინუცა მაყაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ასევე სოციალურ ქსელში შეაფასა. „წინათ ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალდება, ახლა ვეღარ ბედავს. ეშინია, დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბავენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს“, - წერს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს თავად ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, ბესო ზანგური მედიაში გამოეხმაურა, რომლემაც უარყო ყოფილი მეუღლის ბრალდება და განაცხადა, რომ კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას. ოჯახური ძალადობის შესახებ ღიად საუბრის შემდეგ, ნინუცა მაყაშვილს არა ერთმა მსახიობმა გამოუცხადა სოლიდარობა. პირველი, ვინც მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა, თამთა ინაშვილი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ პროტესტს უცხადებს ბესო ზანგურს და უარს ამბობს მასთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობაზე. „დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა“ - ამის შესახებ ნინუცა მაყაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადებისას „სამეფო უბნის თეატრის“ რეჟისორმა, დათა თავაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოჰყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო. დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა – აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს…“, - დაწერა დათა თავაძემ. ნინუცა მაყაშვილის მიერ გაკეთებული ინტერვიუს შემდეგ, მსახიობი ბესო ზანგური კიდევ ერთ ძალადობაში ამხილეს. მსახიობმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზანგურმა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროს, ფიზიკურად შეყვარებულზე იძალადა. „დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად!“, - დაწერა ელენე მაცხონაშვილმა. მომხდარ ფაქტზე რუსთაველის თეატრის მიერ გაკეთებული ერთ წინადადებიანი განცხადების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თეატრის პრესსამსახურს დაუდასტურდა, სადაც განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავს და მისცემს ჩვენებას 11 წლის წინ მომხდარ ძალადობის ფაქტზე და გამოძიება დაიწყება, თეატრი მზადაა ბესო ზანგურს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსახიობი ჩვენების მიცემას არ აპირებს და აცხადებს, რომ საკუთარი ამბით უბრალოდ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მაგალითის მიცემა უნდოდა.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)