18:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 14:44:17, 568 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - სააღდგომოდ გავიდეთ საფლავზე, პატივი მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ ქეიფი არაა საჭირო

„სააღდგომოდ გავიდეთ საფლავზე, პატივი მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ ქეიფი არაა საჭირო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არც ეკლესიურად და არც სხვა მხრივ საფლავზე ქეიფი მიუღებელია.

„საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია მივაგოთ პატივი ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ არ არის ქეიფი საჭირო საფლავზე.

არც ეკლესიურად და არც სხვანაირი გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.

ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ მსოლფიოში რომელი ვაქცინაც არის გამოყენებული მილიონობით ადამიანზე ავითვისოთ ჩვენც, თუმცა ეს საბჭოზეა დამოკიდებული და იმედია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას საბჭო.

ვისაც სურს შეუძლია დაელოდოს ჯანმოს, ხოლო ვისაც აქვს ნდობა ჩვეულებრივი ვაქცინის, ზოგადად ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიაში დიდი განსხვავება არ არის, ამიტომ ვიღაცას მოსწონს თანამედროვე ტექნოლოგია, ვიღაცას ანტიკვარიატი.

ვაქცინაციის პირველი ეტაპები ყველაგან ამ ტემპით დაიწყო, ევროპულ ქვეყნებშიც, თავიდან ყოველთვის მდორედ მიდის ეს პროცესი და მერე ნელ ნელა აქტიურდება.

დღეს უკვე არსებული ადგილები სრულად დაჯავშნილია და ახალი საიტები,რომლებიც გაიხსნა, იქაც ნელ ნელა ივსება ადგილები, ჩვენ გვახსოვს როგორი დამოკიდებულება იყო თავიდან, თუმცა ეს პროცესი ნელნელა აქტიურ ფაზაში შედის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics