02:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 12:40:19, 510 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს და მიზნებს

„ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს და მიზნებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება უალტერნატივოა.

„ვდგავარ ჩემი თანამოაზრეების გვერდით და ჩემთვის, როგორ პარლამენტის წევრისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება. ჩვენ რამდენიმე თვეა უკვე ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ, ეკონომიკურ ჯანდაცვის გამოწვევებზე, სამწუხაროდ, ეს ესე არ ხდება. ამ ადამიანებმა უკვე აღარ იციან როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა დღეს არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის გაჩაღებული დოღი.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების" როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს“, - განცახადა ბექა ლილუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics