2021-04-14 12:36:53, 522 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ყავლი გაუვიდა - რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ
ვადამელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ყავლი გაუვიდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ არჩევნებში არ ყოფილა ისეთი გაყალბება, რომელიც შეცვლიდა შედეგს და ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.
„ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გაუვიდა ყავლი, რეალობას გავუსწოროთ თვალი. როდესაც ვერ ასაბუთებ გაყალბებას, როდესაც ყველა შენი პარტნიორი გეუბნება, განსაკუთრებით ყველაზე ეჭვ შეუტანელი სადამკვირვებლო მისია, ოდირი გეუბნება, რომ არ ყოფილა ისეთი გაყალბება, რომელიც შეცვლიდა შედეგს, ამას ყური უნდა დაუგდო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან