|
2021-04-14 12:37:42, 518 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელია ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია და საკნის დატოვების არანაირი გასაღები არ გააჩნია
„ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ ამ ინსტიტუტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დარჩა. როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება არა სასამართლომ, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. „ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ ამ ინსტიტუტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან და ის მხოლოდ ერთი ადამიანის ახირებებს ემსახურება. ის სპექტაკლი, რომელიც გუშინ ჩვენ ვიხილეთ სასამართლო დარბაზში, არის მხოლოდ და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ნიკა მელია დღეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი და მას არანაირი გასაღები არ გააჩნია საკნის დატოვებისა როგორც ამას ამტკიცებს პროკურატურა მთელი ამ თვეების განმავლობაში და ცდილობს ტყუილებით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მიუხედავად მყარი მტკიცებულებისა, რომელიც წარადგინა დაცვის მხარემ, სასამართლომ - უფრო სწორად ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩენილიყო. ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ, როგორ ყალბდებოდა მტკიცებულებები ამ საქმეზე, ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი როგორ ავალებდა პოლიციელებს, 20 ივნისის ღამეს გახმოვანების სისტემის კაბელები გადაეჭრათ და ამით ქაოსი შეექმნათ აქციაზე“, - აღნიშნა უდუმაშვილმა. მისი თქმით, შეშინებული ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერი უკანონო მეთოდით ჩაეჭიდოს ძალაუფლებას. „ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის აღიარება, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი იხილებოდა „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონებში მაშინ, როდესაც სასამართლო არ იყო გამართული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღირსება ჩამორთმეულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს მტკიცებულებები და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული და შეშინებული ხელისუფლება, რომელიც მზად არის ნებისმიერი უკანონო მეთოდით ჩაეჭიდოს ძალაუფლებას, ჩვენ ასევე ვნახეთ გავრილოვის საქმეზე როგორ მიმდინარეობდა ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის შეთითხვნა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნიკა მელიას ჯერ 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს, შემდგომ კი მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად მას დაადეს ელექტრონული სამაჯური და ასევე პირველად, პოლიტიკოსს შეუზღუდეს გადაადგილებისა და საჯარო გამოსვლების უფლება და წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)