2021-04-13 18:32:55, 832 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აპრილის ბოლოს ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში თბილისში ჩამოვა.
ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ის აღნიშნავს, გაბრიელიუს ლანდსბერგის მისიაში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებიცაა.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, ლიეტუვასა და საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს განიხილავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,