|
2021-04-13 16:00:07, 679 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელიას ადვოკატი: დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა - სამწუხაროა, რომ სასამართლომ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა
„დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა - სამწუხაროა, რომ სასამართლომ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა“, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება თავიდანვე იკითხებოდა და დაცვის მხარე აპირებს გააგრძელოს ბრძოლა ყველა შესაძლო სამართლებრივი თვალსაზრისით. „მოსამართლემ გაახმოავანა ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული წინასწარ, ამ გადაწყვეტილებას არავითარი შემხებლობა კანონთან და სამართლის მოთხოვნასთან არ აქვს. ეს გადაწყვეტილება იკითხებოდა თავიდანვე და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა და ვერ დადგა კანონის მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მეთოდით, რაც არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაშვებული, ქვეყნის შიგნითაც და ევროპულ ასპარეზზე. იმ ფონზე, რომ პროკურატურა და ხელისუფლება ავრცელებდა პროპაგანდას, ვითომ ნიკა მელიას შეეძლო გირაოს გადახდა და საპატიმროს დატოვება, დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)