01:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 13:02:35, 654 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - გიორგი გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი იყო

გიორგი გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს „ქართული ოცნები“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაკითხვის მოთხოვნით მიმართა.

ნიკა მელიამ ისაუბრა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე, რომლითაც ირკვევა, რომ „ქართლი ოცნება“ ნიკა მელიას დაპატიმრებას მოსამართლის გადაწყვეტილებამდე განიხილავდა.

„პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics